1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3238 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ხვალიდან 14 აგვისტოდან 1 დოლარის შეძენა 2.3238 ლარად იქნება შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3093 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან 1 ევროს შეძენა 2.5827 ლარად იქნება შესაძლებელი, 13 აგვისტოს კურსი 2.5735 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.