ტურიზმის ექსპერტის ნიკო კვარაცხელიას შეფასებით, ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოდიან მცირე დროით რჩებიან და შესაბამისად თანხასაც ცოტას ხარჯავენ, სწორედ ამიტომაც იგი უცხოელი ტურისტების 2,2%-ით ზრდას ლარის გამყარებისთვის საკმარისად არ მიიჩნევს.
”ჩვენი ტურისტების უმრავლესობა ცოტა დროს ატარებს საქართველოში. შემოსული სტუმრების 90 % არის მეზობელი ქვეყნიდან, ისინი კი ძალიან მოკლე დროით რჩებიან. ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა. ეს ის ქვეყნებია, რომელიც კვებავს ქართულ ტურიზმს.
ხანგძლივობა არის ძალიან ცოტა, ამიტომ ეკონომიკური ეფექტი ამ რაოდენობამ არ მოგვცა. ტურისტების ზრდა კარგია, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს დიდ ფინანსურ მოგებას. საჭიროა ვიზიტორების შემოდინების ზრდასთან ერთად, მოხდეს თანხის დატოვება. ეს პირდაპირ პროპორციულად არ ხდება. დიდ ქვეყნებშიც კი ეს არის სრულიად საკამათო საკითხი. მაგალითად, მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე არის საფრანგეთი, 85 მლნ ტურისტით, თუმცა იგი მეოთხე ადგილზეა შემოსავლების მიხედვით.
გარდა ამისა, ხელი უნდა შეეწყოს ადგილობრივ ბიზნესს. ჩვენ თუ აქცენტს გავაკეთებთ უცხოური ბრენდებზე, მოგების ნაწილი მთლიანად გავა საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ვიყოთ ორიენტირებულნი ქართულ წარმოებაზე”, _ განაცხადა ”ჯი- ეიჩ- ენთან” საუბრისას ტურიზმის ექსპერტმა ნიკო კვარაცხელიამ