ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 აგვისტოს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2798 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5023 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0082 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0135 პუნქტით გაუფასურდა.
4 აგვისტოს მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2716 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.4888 ლარი ღირდა.