7 აგვისტოდან, ავიაკომპანია Yanair კიევიდან-ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მომავალი კვირიდან ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით კვირაში 3 რეისი ნაცვლად 4 რეის შეასრულებს. დამატებითი რეისი პარასკეობით განხორციელდება და ის სექტემბრის ბოლომდე მოქმედი იქნება.
შეგახსენებთ, რომ Yanair კიევიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ჯულიანის სახელობის აეროპორტიდან ასრულებს. ორივე მიმართულებით ფრენების ღირებულება დაახლოებით 215 დოლარია.