ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ევრო კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის N1332/2011 რეგულაციაზე დაყრდნობით (ACAS II Regulation), მესამე ქვეყნის ოპერატორებისთვის (არაევროკავშირის ქვეყნის ავიაკომპანიები) ევროკავშირის მოთხოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როგორც ირკვევა, 2015 წლის 1 დეკემბრიდან, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე ყველა საჰაერო ხომალდი უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემის განახლებული ვერსიით (ACAS II version 7.1). ყურადსაღებია, რომ აღნიშნული მოთხოვნა, ევროკავშირის ქვეყნებისათვის ICAO-ს მიერ დადგენილ ვადაზე (01.01.2017) ადრე შედის ძალაში.
ოპერატორები რომლებიც არ დააკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნას შესაძლოა გამოირიცხონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირების მსურველი მესამე ქვეყნის ოპერატორების ავტორიზაციის პროცესიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუსაბამობა აღმოჩენილ იქნება ინსპექტირების ფარგლებში, საჰაერო ხომალდი დაექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
ცნობისათვის, „თვითფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის N203 ბრძანების, 67-ე მუხლის მიხედვით:
"ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (ACAS II)
1. ნებისმიერი ტურბინულძრავიანი, 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდი უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS II);
2. ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის (IV ტომის) მოთხოვნებს.“