დღეს ახალი სპორტული 300 სპორტსმენზე გათვლილი კომპლექსი გაიხსნა. სპორტულ კომპლექსში ხელბურთის სამი დარბაზი, ფეხბურთის მოედნები, სატრენაჟორო დარბაზები და საშხაპეები მოეწყო. ასევე მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. ახალი კომპლექსი დღეს თბილისი მერმა გიგი უგულავამ გახსნა.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს თბილისის მერიამ სურვილი გამოთქვა, რომ 2015 წელს ევროპული ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი სწორედ დედაქალაქში ჩატარდეს. თბილისი მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ასეთი სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია სამუშაო ჯგუფის მთავარი პრიორიტეტია.
თბილისის მერის განცხადებით, სპორტის ხელმისაწვდომობა მერიის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. გიგი უგულავა ასევე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები უფასოდ ისარგებლებენ ყველა იმ ინფრასტრუქტურით, რაც თბილისში არსებობს.