"ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ დღეს შეხვედრა დიღმის მასივის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივებს დიღმის მასივის დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი დვალი წარუდგინა.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე გამართული საუბრისას ჯანდაცვის სექტორის განვითარების სამუშაო პროგრამის დეტალები და დასაქმების პრობლემების გაგაჭრის გზები განიხილებოდა.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ მოსახლეობისაგან ნდობის მანდატის მოპოვების შემთხვევაში დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და თბილისელებს ხელმისაწვდომ დაზღვევის პროგრამასა და ახალ სამუშაო ადგილებს შესთავაზებს.