1 აგვისტოდან რძისა და რძის პროდუქციის გარკვეული ნაწილის ეტიკეტებზე ტერმინები „მსგავსი“ და „მაგვარი“ გაჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ნატურალური რძისგან არაა დამზადებული, ბიზნესოპერატორს წარწერის დატანა - მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი და ა.შ. ეკრძალება.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა დაერქვას პროდუქტს ეს დასახელებები. რძის ფხვილის, ან მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში მაგალითად, დასახელება „არაჟნის მსგავსი“ გამოიყენოს.
რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების მომზადების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აქვს აღებული.