ე.წ. უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ერთი ნაწილის აქცია იმართება. აქციას ნინო ბურჯანაძე; ლევან გაჩეჩილაძე; კოკა გუნცაძე; ზურაბ ნოღაიდელი; ზვიად ძიძიგური; ეკა ბესელია; ჯონდი ბაღათური; მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი მომხრეები ესწრებიან.
"დაიცავი საქართველოს" ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, დღევანდელი აქცია უფრო მწვავე იქნება ვიდრე ეს წინა კვირას იყო. იგეგმება საპროტესტო მსვლელობის მოწყობაც.
ამ დოისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია.