მყინვარწვერზე მთამსვლელი გოგო დაიღუპა. ,,რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ორი ჩეხი მთამსვლელი გოგონა გუშინ, ვერტმფრენის დახმარებით, ნაპრალიდან ამოიყვანეს. თუმცა, ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ჰქონდა დაზიანებები.
ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაზარალებული კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, რის გამოც მოხდა მისი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენება.
მეორე ჩეხი მთამსვლელი გოგონა ამ დროისთვის ყაზბეგის რაიონში იმყოფება.