ახალგორის მცხოვრები გურამ გეგელაშვილი თავისუფალია. ოკუპანტებმა ის გასულ წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გადაწყვეტილება დაკავებულის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გეგელაშვილი წითელი ჯვრის დახმარებით გადმოიყვანეს.