დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე მერიის სამსახურებს მობილიზაციისკენ მოუწოდა, რათა კარგად შესრულდეს ყველა ის დავალება, რომელიც ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით არის გაცემული.
,,მინდა მერიის სამსახურებს დაგავალოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების განმავლობაში ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მოწესრიგებულები და ყველა ის დავალება, რომელიც გაცემულია შესაბამისი სამსახურების მიმართ შევასრულოთ, რათა ღირსეულად ვუმასპინძლოთ ამ ღონისძიებას ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომაზე 25 საკითხს განიხილავენ.