Starbucks-ის სუფთა მოგება 42 %-ით გაიზარდა. 9 თვის მონაცემების მიხედვით, Starbucks-ის სუფთა მოგებამ 2,104 მლრდ დოლარი შეადგინა რაც გასულ მაჩვენებლებზე 42,2 %-ითაა გაზრდილი. ირკვევა, რომ კომპანიის 1 აქციის ფასმა 1,39 დოლარი შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2013-2014 წლებში აქციის ფასი 0,97 დოლარი იყო. რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს ის 16,1% -ით 14,247 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.