ამერიკული ბანკი Wells Fargo, რომლის შტაბ-ბინაც სან-ფრანცისკოში მდგებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბანკად დაასახელეს. როგორც ირკვევა, Wells Fargo-ს კაპიტალიზაცია 300 მლრდ დოლარს შეადგენს. დღეს ბანკია ღირებულება 42 მლრდ დოლარით უფრო ძვირია ვიდრე JP Morgan Chase-ის ფასი და 120 მლრდ დოლარით ძვირი ვიდრე Citigroup Inc-ის ღირებულება.
ბოლო 12 თვის განმავლობაში, ბანკის კირებულება 13,5 %-ით გაიზარდა და ის ამ დროისათვის აშშ-ს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში მეშვიდრე პოზიციას იკავებს.