ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, მინისტრის კანდიდატურა მან ამ კვირაში უნდა დაასახელოს. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შს მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური გასულ კვირას პარლამენტმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა. ერთ-ერთი ვერსიით, პოსტი შესაძლოა გომელაურის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა დაიკავოს.