აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ დაძაბულობა ყოფილ პრემიერისა და ყოფილი პრეზიდენტის ივანიშვილ-სააკაშვილის ჯგუფებს შორის ასეთი მწვავე არ უნდა იყოს.
„ერთადერთი რჩევა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის მაქვს მათ ურთიერთობას ეხება. დაძაბულობა ორ მთავარ ჯგუფს შორის - ბატონი ივანიშვილისა და ბატონი სააკაშვილის ჯგუფებს შორის - ისეთი მწვავე არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის. კიდევ ერთი რჩევა მაქვს”, _აცახდებს ჰერბსტი.
ყოფილი დიპლომატი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს.
,,საქართველოში სავარაუდოდ ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს. ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ რესურსების აღმოჩენისა და ათვისების პროცესს”, _აცახდებს ჯონ ჰერბსტი .