‘Gear Up’ -ის ავტორი და Skype-ის თანადამაარსებელი იონას კილსბერგი ბათუმს ეწვევა და 9 ოქტომბერს ოლთქონვენშენზე სიტყვით გამოვა.
იონასი წარმოადგენს თავგამოდებულ ინვესტორსა და მეწარმეების მწვრთნელს. ის იყო Player.io-ის დამაარსებელი, რომელიც მან Yahoo-ს მიყიდა, ის ასევე იყო iCloud-ის ბორდის თავმჯდომარე, რომელიც Apple-მ იყიდა და Skype-ის თანადამაარსებელი, რომელიც შემდგომ Microsoft-მა იყიდა. იონასი დიდად დაფასებული ლექტორია სთენფორდის უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში.
ოლთქონვენშენი წარმოადგენს სამ დღიან ბიზნესის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების კონფერენციას რომელიც ორიენტირებულია ბლოქჩეინის ინოვაციაზე. ღონისძიება გაიმართება 2015 წლის 8-10 ოქტომბერს საქართველოს ულამაზეს საკურორტო ქალაქ ბათუმში.
400ზე მეტმა საერთაშორისო სპექტრის მეწარმემ, კორპორაციამ და ინვესტორმა დაადასტურა ღონისძიებაზე დასწრება. ძირითადი თემა იქნება ტექნოლოგიური განათლების, ტრეინინგის განვითარება და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა აღმოსავლეთ ევროპაში.
ღონისძიების ორგანიზატორებმა დაადასტურეს სინგაპურის, მენის კუნძულის, ლიბერლენდისა და უკრაინის ოფიციალური დელეგაციების დასწრება, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და საფონდო ბაზრის კომისიის და ეროვნული სადეპოზიტო საბჭოსთან ერთად. მოსაწვევები გავრცელდა სხვა რეგიონალურ მათ შორის საქართველოს სამთავრობო ფინანსურ და ბანკის წარმომადგენლებში. ამ დროისთვის, ორგანიზატორებს არ გააჩნიათ საქართველოს მთავრობის, ბანკებისა თუ განათლების სისტემის წარმომადგენლობის დასტური.
“ჩვენ ავირჩიეთ საქართველო, ოლთქონვენშენის ჩატარების ადგილად, არსებული ბიზნეს კლიმატისა და ევროპასთან, შუა აზიასთან და აზიასთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო. ჩვენ ვგრძნობთ, რომ აქ ტექნოლოგიური განათლებისა და დასაქმების ზრდის უაღრესად დიდი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან ღონისძიებას და დაგვეხმარებიან საქართველოში ინვესტირებისა და მზარდი შესაძლებლობების გაცნობაში,” განაცხადა ოლთქონვენშენის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა დეივიდ რუბუშმა.
აღნიშნული ღონისძიება მიმართულია ბიზნესის მფლობელების, ინოვატორების, მეწარმეების, დეველოპერების, მთავრობის ოფიციალური პირების, სარისკო კაპიტალისტებისა და ნებისმიერის პირის მიმართ ვინც დაინტერესებულია ფინანსურ ტექნოლოგიებში, ამასთანავე წარმოგიდგენთ ვორქშოფებს, მნიშვნელოვან სფიქერებს, დისკუსიებს მრგვალ მაგიდასთან, ექსპერტების ჯგუფს, საგამოფენო დარბაზს, ქსელურ ღონისძიებებსა და ტექნოლოგიური სამუშაო ადგილების ბაზრობას. იურიდიული, ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროების პროფესიონალებს და ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ კვალიფიკაცია ციფრული ვალუტის საბჭოს სერთიფიცირებაში და განათლების გაგრძელების (CE) კრედიტები.