,,საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში საპარალმენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და განმარატვს, რომ იგი არ იქნება ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვენელობა არ იცის.
,,მე მგონი არც კი უნდა გაგვიკვირდეს ეს ყველაფერი და ეს ადამიანი ერთადერთი არ იქნრება პარლამენტში ვინც არ იცის EBRD, WTO, OSCE, IMF და სხვა ორგანიზაციები. მესმის, რომ წინა არჩევნები უფრო რევოლუციური იყო და მოსახლეობა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ აძლევდა ხმას იმ შეცდომების გამო რომლებც მათ დაუშვეს.... და დღეს მმართველ კოალიციას ხალხის სრული მანდატი გააჩნიათ, მათ მოიგეს საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებიც. თუმცა მომავალში უნდა დავფიქრდეთ ვის ვაძლევთ ხმას და იქნებ ჯობდეს, რომ არა ერთ ადამიანს, არამედ იმ ადამიანების გუნდს მივცეთ ხმა ვინც ამ ლიდერს მოყავს.... შევხედოთ რისი გაკეთების საშუალება ექნებათ ამ ადამიანებს ცალ-ცალკე და გუნდთან ერთად....მოკლედ მეტი დაფიქრება გვმაეთებს!”, _წერს გიგაური.
,ქართული ოცნების” წევრის სოსო ჯაჭვლინის თქმით, ის ერთგული მეუღლია და EBRD-ის ღონიძიებაზე არასოდეს წავა. ამის შესახებ, ჯაჭვლიანმა რიგგარეშე სესიაზე და აღნიშნა.
,,მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეუერცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე, 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი EBRD-ზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე EBRD-ზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ EBRD-ზე 10 წლის განმავლობაში. ეს " EBRD-ობა ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.