პარლამენტმა 6 წლის ვადით ფარული კენჭისყრით ვახტანგ გომელაური სუს-ის ხელმძღვანელად აირჩია.
გომელაურის კანდიდატურას 83 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრას ,,ნაცმოძრაობის” წევრები და ,,თავისუფალი დემოკრატები” არ დასწრებიან.
გომელაური უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 1-ელი აგვისტოდან შეუდგება.