,,ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს”, _ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა სესიაზე განაცახდა.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი არავინ არ არის არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ყველა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
,,ჩვენი პატრონი არავინ არ არის , არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ყველა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება, გამონახეთ საერთო ენა რუსეთთანო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება რაღაცა ძალა უშლის ამ მოლაპარაკებას. იგივეს გვეუბნებიან რუსები, გამონახეთ საერთო ენა ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია. არაფერი იცვლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, "გვაბოლებენ" - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.