ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტესტუტის ჯანკაუსკასის განცახდებით, საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება სწორად მოქმედებს.
„საზღვრის გავლების პროცესს უფრო ინტენსიური სახე ჰქონდა რამდენიმე წლის წინ. ახლა ბევრი მსგავსი ფაქტი არ გვინახავს. ველით, რომ ვითარება დამშვიდდება. გუშინ ყველა შევთანხმდით, რომ სიტუაცია ისეთივე უნდა შევინარჩუნოთ, როგორიც შაბათ-კვირას იყო. ჩვენ განვიხილავთ ჰუმანიტარული სახის საკითხებს, რადგან ხაზების გავლება და ბანერების დამონტაჟება ხალხს ერთმანეთთან აშორებს. ხელს უშლის, შევიდნენ საკუთარ მიწის ნაკვეთზე, მოინახულონ სასაფლაოები და ოჯახები. ევროკავშირის აზრით, საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს და ასე უნდა გააგრძელოს,“ - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ტესტუტის ჯანკაუსკასიმ.