პარლამენტთან ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ.
"თავისუფალი ზონისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის მოღალატეობრივი.
პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტში კი მიმდინარეობს რეზოლუციის პრექტების განხილვა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს შეეხება. ერთი პროექტი ინიცირებულია ფრაქცია "ქართული ოცნების" მხრიდან, ხოლო მეორე პროექტის ავტორი "ნაციონალური მოძრაობაა".
აქციის მონაწილეებს ხელთ აქვთ ტრანსპარანტები წარწერით: „პაატა პუტინი“, „ბიძინა ნარმანია“, პროტესტის გამოსახატად ასევე იყენებენ სასტვენებს.