სასტუმრო თბილისი მერიოტში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდნენ.
პარტტიის ცნობით, შეხვედრაზე ‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ წამოწიეს ევროინტეგრაციის დაჩქარების და უვიზო მიმოსვლის მიღების საკითხი.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, არაფორმალური მმართველობა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეროვნული ბანკის, შსს–ს და პროკურატურის რეფორმები.
‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გააცნეს პარტიის სამომავლო გეგმები.