ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ოთარ იოსელიანის ფილმი საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა. ლოკარნოს 68-ე კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში მისი ახალი სურათი „ზამთრის სიმღერა“ შევიდა. მთავარ როლებს ფილმში მიშელ პიკოლი და პიერ ეტეკსი ასრულებენ. ფილმის გადაღება საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა.