"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მეგი გოცირიძემ სასულიერო პირებს მოუწოდა „ტაბურეტკებით“ სირბილის ნაცვლად დაიცვან საქართველოს ტერიტორია. ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი „რეაქციის“ ეთერში რუსეთის ჯარის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს სიღრმეში.
„ტაბურეტებით რომ დასდევენ ჰომოსექსუალებს, ის მამაოები უნდა იყვნენ საოკუპაციო ხაზთან და საკუთარ მრევლს უნდა მოუწოდონ, იქ წავიდნენ. ვიღაცის საწოლში კი არ უნდა იყურებდნენ, იქ უნდა დადგნენ და სიცოცხლის რისკის ფასად საკუთარი ტერიტორია უნდა დაიცვან. <...> ის ათასაბით ქართველი ე.წ. ვაჟკაცები, ბილეთების რიგში რომ ათენებდნენ ღამეს, იქ [ხურვალეთში} უნდა იდგნენ, მთელი საქართველო უნდა წავიდეს საოკუპაციო ხაზთან და ხურვალეთის მოსახლწობის მხარეს უნდა იყოს. ერთი კარავი კი არა, რომელიც პოლიციამ ააშლევინა, მთელი იქაურობა სულ კარვებით უნდა იყოს მოცული“, - განაცხადა მეგი გოცირიძემ.