თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ყოფილი და მოქმედი მერების მიერ მოსკოვის მერისადმი წერილები დაპირისპირების საგნად იქცა. მას შემდეგ რაც
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ დავით ნარმანიას მიერ მოსკოვის მერისადმი გაგზავნილ მოსაწვევზე დასვა კითხვა, უმრავლეოსბის წევრმა ჯაბა სამუშიამ ნაციონალი მერის გიგი უგულავას წერილები გაასაჯაროვა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე წარმოადგინა 2005, 2007 და 2008 წლის 11 ივნისს თბილისის მერის მიერ მოსკოვის მერისთვის გაგზავნილი წერილები. მათ შორის ერთ-ერთი წერილით თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა იური ლუჟკოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა. ასევე, 2008 წლის 11 ივნისს გაგზავნილი წერილით კი "რუსეთის დღეს".
სევდია უგრეხელიძის განმარტებით, სწორედ ეს წერილები მეტყველებს, იმაზე, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" არ სურდა ომი და რუსეტთან კონსტრუქციული იყო.
რაც შეეხება, ნარმანიას წერილს, ჯაბა სამუშიამ განმარტა, რომ ოლიმპიური ქარტიის ეთიკით გათვალისწინებული წერილის სამუშაო ვარიანტი მომზადდა, თუმცა იგი გაგზავნილი არ ყოფილა.