საოკუპაციო საზღვართან, სადაც საქართველოს დროშაა აღმართული, რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, - ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთვაი-2” ავრცელებს.
6-7 რუსი ჯარისკაცი, იმ ადგილას, სადაც 10 ივლისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამაგრეს, ფოტოებს იღებენ.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის ნაწილიც. იქ ჩასულმა ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები მოთხარეს და ხევში გადააგდეს.