საქართველოს რუსეთTან ომი არ წაუგია. ამის შესახებ ოდესის მოქმედმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია BBC-ის ეთერში, გადაცემა Hard Talk-ში განაცხადა. „ჩვენ ომი არ წაგვიგია. საქართველოს სახელმწიფოება და დემოკრატია არსებობას განაგრძობს, ისევე, როგორც უკრაინის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. სანამ ამ ქვეყნებში არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეის ერთგულნი რჩებიან, ომი წაგებული არ იქნება,“-აღნიშნა სააკაშვილმა.