,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა მაია ფანჯიკიძემ, ნინო გოგუაძემ, ვიქტორ დოლიძემ, თამაზ შიოშვილმა, თამარ კეკენაძემ და ირაკლი ქადაგიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ხურვალეთში საოკუპაციო საზღვრის კილომეტრნახევრით გადმოწევა გააპროტესტეს.
მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთავრობის უმოქმედობა გააკრიტიკეს.
’არ უნდა დარჩეს არავითარ შემთხვევაში არც შეუმჩნეველი და არც ურეაქციოდ ამგვარი დესტრუქციული ქმედებები რუსეთის მხრიდან. ჩვენ მათგან ჯერჯერობით არაფერ სიკეთეს არ ველოდებით, ამიტომ გვანცვიფრებს ხელისუფლების ასეთი მშვიდი მიდგომა საკითხის მიმართ,’’–განაცხადა ვიქტორ დოლიძემ
,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძის განცხადებით, კი არსებული ვითარების გათვალისწინებით ხელისუფლება არადეკვატურად იქცევა.
,’მთავრობა იქცევა სრულიად არაადეკვატურად და ის გულგრილობა სამწუხაროდ, რომლითაც განიმსჭვალა ჩვენი საზოგადოება სწორედ მთავრობისგან მოდის, როდესაც ამ დღეებში ვხედავთ, როგორ ზარზეიმით ხსნიან სხვადასხვა ობიექტებს, თითქოს საზეიმოდ გვქონდეს საქმე. ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ განგაშის ზარი უნდა იყოს არამარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ საერთაშორისო ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში და ყველა ზომა უნდა იხმაროს, როგორც საზოგადოებამ ასევე მთავრობამ, რომ ეს საშინელება, ეს ოკუპაცია, ეს ანექცია დასრულდეს’’, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.