ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელის ხოხ გაგლოითის მტკიცებით, არცერთი სასაზღვრო ნიშანი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზეა განთავსებული, არ მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.
მისი თქმით, მოცემულ ადგილებში ე.წ. ცხინვალის რესპუბლიკის მესაზღვრეები დაგეგმილ სამუშაოებს აწარმოებდნენ და ცხინვალის ნიშნებს ამაგრებდნენ. გაგლოითი ქართულ მხარეს მოუწოდებს, ე.წ. საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტიზაციის კომისიიამ ერთობლივად მუშაობა დაიწყეოს, რაც პრობლემებს მოხსნის.
,,არცერთი სასაზღვრო ნიშანი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზეა განთავსებული, არ მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.. საქართველოს წარმომადგენლების გაბერილი საინფორმაციო ისტერიკა შეუძლებელია არ შეფასდეს, როგორც ვულგარული პროვოკაცია", - განაცხადა გაგლოითიმ და დასძინა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.
"ეს არის გამოგონილი. BP-ის ოპერატორ კომპანიას შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა გაგლოითიმ.