იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში” შესატან ცვლილევბებზე იმსჯელებენ .
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის შესვლის აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ გავრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომელიც შემოვიდა უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის პირველი მუხლით განსაზღვრული საფრთხე ემუქრებოდა, თავშესაფარს სთხოვს საქართველოს და უნებართვოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენს თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ.
კომიტეტის სხდომა თბილისში არსებულ პარლამენტის შენობაში 14:00 საათზეა ჩანიშნული.