სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და სვეტიცხოვლობა მიულოცა.
უწმინდესმა მიმართა ასევე ტაძარში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და მადლობა გადაუხადა საქართველოში მსახურებისათვის.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში. ასევე მღვდლები ოქროს ჯვრის ტარების უფლების დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.