,,თავისუფალი დემოკრატები” უშიშროების საბჭოს სხდომისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვენ. ამის შესახებ, ,,თავისუფალი დემოკრატიის” ლიდერებმა, მაია ფანჯიკიძემ და ვიქტორ დოლიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს.
,,ამ შემთხვევაში უნდა შედგეს უშიშროების საბჭოს სხდომა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, ანუ ქვეყნის უმაღლესმა პირებმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ თუ გნებავთ უნდა აიღონ ტელეფონი და უნდა დაურეკონ კოლეგებს, მსოფლიო ლიდერებს და უნდა მოხდეს ის, რომ ამ ამბავზე მძაფრი რეაქცია იყოს”, _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის ნაწილიც.