ზუგდიდში, ტობავარჩხალის ტბისკენ მიმავალი შვიდი ჩეხი ტურისტი, რომლებსაც გზა აებნათ, მაშველევბმა უვნებლები იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები ტურისტებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
„ტობავარჩხალის ტბის მიმართულებით ზუგდიდიდან შვიდი ჩეხი ტურისტი წავიდა. დაიკარგნენ, დარეკეს გზას ვეღარ ვაგნებთო, შემდეგ კონტაქტი გაწყდა.
მაშველები მათ საძებნელად გავიდნენ. მოგვიანებით, თბილისიდან დამატებით 6 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. მაშველევმა ალპურ ზონაში 25 კმ იარეს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
მათივე ცნობით, შვიდივე ტურისტს მაშველები ზუგდიდში 13:00 საათისთვის ჩაიყვანენ.