„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა "რეაქციის" ეთერში მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„მე ძალიან ნათლად ვხედავ იმას, რომ დრო მიდის და დრო ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს, და მე ვცდილობ რომ გამოვიყენო თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის დრო, იმისათვის, რომ მოვამზადო ნიადაგი, როცა ხელისუფლებაში მოვალ, უკვე ნამდვილად იყოს იმის შესაძლებლობა, რომ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები გაიმართოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.