13 ივლისს 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე მეორედ წარადგენს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიურ შეფასებას.
პრეზენტაციას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პარლამენტის 2014 წლის საქმიანობის შეფასება ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოკვლეული ინფორმაციის ანალიზს, ორგანიზაციის საპარლამენტო ოფისების დაკვირვებებს, პარლამენტიდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებს.
ანგარიშში ასევე გამოქვეყნებულია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით, CRRC-ს მიერ 2015 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც.