საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჟურნალისტები იმყოფებიან. ტელეკომპანია   „дождъ“  ის, აზერბაიჯანული გაზეთი ,,ეხო“ -სა და უკრაინული ტელელომპანია 1 + 1 - ის წარმომადგენლები  მუსიკალურ ფესტივალს ,,Open Air“-ს ესწრებოდნენ. მედიის წარმომადეგნლები ათვალიერებენ თბილისსა და მცხეთასაც. ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც შეხვდა- მისი განცხადებით ადმინისტრაცია მხარს უჭერს ფესტივალებსა და ღონისძიებებს რაც აქ  ტარდება და ცდილობს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში  მუდმივად ფიგურიებდეს საქართველო, რათა გაიზარდოს ჩვენი  ქვეყნის პოპულარიზაცია და იმიჯი.