ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის თანამომხსენებლის, მათიას იორშის განცხადებით, აგვისტოს ომში საქართველომ ტერიტორიები, რუსეთმა კი ნდობა დაკარგა.
"ამ ომში საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, რუსეთმა კი ნდობა. ეს კი უფრო ნეგატიურია რუსეთისთვის", - განაცხადა იორშმა დღეს, ევროსაბჭოში რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, "ისე ჩანს, თითქოს ევროპა იძულებულია ახალი რეგიონები აღიაროს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება".
"ჩვენ ვიმყოფებოდით აფხაზეთშიც და ომით ისინიც წაგებულნი არიან, რადგან დე ფაქტო ქვეყნის მოქალაქეები არიან და თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს", - განმარტა იორშმა.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოში აღნიშნული საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.