ბათუმში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის არჩილ ციცქილაძემ
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლის გიორგი ღორჭომელაძე ცივი იარაღით მოკლა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ეჭვმიტანილმა ღორჭომელაძის კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი მასთან შეთანხმებით დააგირავა, რაშიც 2 ათასი ლარი აიღეს, თუმცა თანხის უკან დაბრუნება ვერ შესძლეს, რაც შელაპარაკების მიზეზი გახდა.
ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრება.