გერმანიის სასტუმროში 35 წლის გიორგი ბიწკინაშვილის ცხედარი იპოვეს გერმანიის სასტუმროში 35 წლის გიორგი ბიწკინაშვილის ცხედარი იპოვეს .
გიორგი ბიწკინაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის მკვიდრია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას საქართველოში რეალიზაციისთვის გერმანიიდან მანქანები ჩამოჰქონდა. გერმანიაში ის 2 დღის წინ წავიდა, მისი ცხედარი კი გუშინ იპოვეს. მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს გუშინვე შეატყობინეს.
გიორგი ბიწკინაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის კახეთის ფილიალის ყოფილი მმართველის ლია ელაშვილის შვილია.