დეპუტატები დღეს პლენალური სხდომის ფორმატში მომვალი წლის მთავარ საფინასნო დოკუმენტზე იმსჯელებენ. სესიაზე გასვლამდე 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვა გრძელდება. დეპუტატების შენიშვნებს პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობას გადაუგზავნის, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტმა საბოლოო ვარიანტი საკანონდმებლო ორგანოს 5 დღის ვადაში უნდა დაუბრუნოს. წინასწარ ცნობილია, რომ 2015 წლის ბიუეჯტი 140 მილიონი ლარით შემცირდება და როგროც საპარლაემნტო უმრვალესობის წერვები განამრტავენ, კლება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს შეეხება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ჯანდაცვის სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც დაფინანსება არ შეუმცირდება.