თელავი-თბილისი-გომბორის უღელტეხილსა და თბილისი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეწყვეტილია.
კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლა, თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალის ჩაკეტვის შემთხვევაში კი, მდინარე ალაზნის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა.
"თელავი-თბილისი-გომბორის უღელტეხილზე მეწერია ჩამოწოლილი, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილია. მოძრაობა შეწყვეტილია ასევე თბილისი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ვინაიდან მდინარე ალაზანი კალაპოტიკად გადმოვიდა და ამან სერიოზული პრობლემები შექმნა", - აცხადებს ღვინიაშვილი.
რაც შეეხება ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, გუბერნატორის განმარტებით, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საშიშროება არც ერთი სოფლიდან არ არსებობს.
მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად კახეთში ყველა მდინარე ადიდებულია.