თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, სტიქიით დაზარალებულთათვის ფულადი შემოწირულობები განიკარგება საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით. როგორც ნარმანიამ „2030“-ის ეთერში განაცხადა, ჯერჯერობით ეს თანხა ხელუხლებელია.
„ჯერჯერობით თანხის ხარჯვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მობილიზებული რესურსებიდან არ დაგვიწყია. ეს თანხები არის ხელუხლებელი და მათი განკარვა მოხდება ამ წესის დამტკიცების შემდეგ და ამავე წესის შესაბამისად. ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტიდან და ცენტრალური მთავრობიდან მიღებული 10 მილიონზე ოდნავ მეტი თანხის გამოყენება <...> და ძირითადად ის ხმარდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - განაცხადა თბილისის მერმა.