საფრანგეთში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა 25 ივნისს საფრანგეთის ქვედა პალატამ განიხილა აღნიშნული საკითხი, თუმცა საბოლოოდ პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
"საფრანგეთის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ 25 ივნისს ასეთი განხილვა მოახდინა. ჯერ არ არის დასრულებული შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. პროცესი ახლა სენატში გადაინაცვლებს და სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საფრანგეთმაც დაასრულა რატიფიცირების პროცესი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება 28 ქვეყანამ უნდა მოახდინოს.