ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი იუსტიციის საბჭოს სთხოვს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა დაიწყოს. ამის შესახებ განცახდება ლალიაშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ლალიაშვილმა ბრიფინგზე სასამართლოებში არსებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა და იუსტიციის საბჭოს დაუყონებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. იგი პროკურატურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლს ფაქტებზე საუბრობს.
"დღეს ჩვენი მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და მოსამართლე იძულებულია შეასრულოს პროკურატურის მითითებები. ამის დამადასტურებელია თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი: საქმე ეხება თეიმურაზ შარაშენიძეს, როდესაც ვერც წინასწარმა და ვერც სასამართლო გამოძიებამ ვერ დაადასტურა მის მიმართ წარდგენილი უმძიმესი ბრალდებები. მას ბრალად მკვლელობა ედება, რაც ვერ დასტურდება, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ ასეთი განაჩენის გამოტანა არის როგორც ქვეყნის შიდა ეროვნული სისხლის სამართლებრივი კანონდემბლობის, ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის მეხუთე მუხლის უხეში დარღვევა. იგი იუსტიციის საბჭოს მიმართავს, დაუყონებლივ დაიწყოს მოსამართლე კოპალიანის მიმართ დისციპლინარული დევნა.