ანალიტიკოსი ევრაზიის საკითხებში პოლ გობლი ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა ერთის მხრივ ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის მქონე პირები გამოავლინოს, ხოლო და მეორეს მხრივ უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია არ მოხდეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ იმის ჩვენება შეძლოს, რომ ის ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტულია და ,,ისლამურ სახელმწიფოს” არ მისცეს იმის თქმის შანსი, რომ ისტორიულად მართლმადიდებელი თბილისი მუსლიმ მოსახლეობას თავს ესხმის. ამავდროულად საქართველომ დაზვერვის და ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს, რათა ტერორისტულ ჯგუფებთან დაახლოებული მოქალაქეები გამოავლინოს. ამიტომაც მთავრობას დიდი სიფრთხილე მართებს”, -აცხადებს პოლ გობლი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა 35%-ით, ხოლო ამ თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლთა რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წლიურ ანგარიშში აქვეყნებს.
გასულ დღეებიში ,,ისლამურმა სახელმწიფომ” კავკასიაში ვილაიეთის ჩამოყალიბებისშესახებ გააკეთა განცხადება.