ამერიკის შეერთებული შტატების სახლემწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გა,ოქვეყნებულ ანგარიშში, ყურადღება ექცევა ე.წ. კაბელების საქმეს და თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას.
"ოქტომბრის ბოლოს პროკურატურამ დააკავა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა თავდაცვის სამინისტროს ხუთ ოფიციალურ პირს, რომელთაც ბრალი დასდო სახსრების გაფლანგვაში, რაც უკავშირდებოდა 2013 წელს დადებულ საიდუმლო კონტრაქტს ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელის შესყიდვის მიზნით. 4 ნოემბერს შვიდმა არასათავრობო ორგანიზაციამ განაცხადა თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ"ძნელი იყო ამ ეტაპზე დანაშაულის რაიმე ნიშნის ამოცნობა" იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებებს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული, რის შემდეგაც რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრმა იგი გაათავისუფლა. თავისუფალი დემოკრატების პარტიამ ამის შედეგად დატოვა კოალიცია " ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელსაც ,,თავისუფალი დემოკრატები” ავრცელებენ.