პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია იხურება, თუმცა დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებენ. პარლამენტი სავარაუდოდ ივლისის თვეში სამი-ოთხი კვირის განმავლობაში იმუშავებს. კანონმდებლობის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.