ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის ხმაურიანი განხილვის შემდეგ საკითხს სესიაზე დღეს კენჭს უყრიან. პარლამენტმა ფინანსური სექტორის ინიციატივა გაითვალისწინა და პროექტში ცვილებები შეიტანა. ამჟამინდელი ვერსიით, კანონპროექტი საბანკო ზედამხედველობის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, თუმცა ის ისევ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დარჩება. დამტკიცებული ვერსიით, საბჭოს ორი წევრი ეროვნული ბანკიდან იქნება, მათ შორის ერთი – თავად ბანკის პრეზიდენტი. დანარჩენ ხუთს კი მთავრობა წარადგენს და პარლამენტი დაამტკიცებს.