პარლამენტში ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. საკითხზე დღეს დარგობრივი, იურიდიული, საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.